15:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 14:12:21, 654 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური EBRD-ის ფორუმის ფარგლებში  EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს ფილიპ ლეროუს შეხვდნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს EBRD-ის როლზე საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ასევე, იმ ინვესტიციებზე, რომლებსაც EBRD საქართველოში ახორციელებს და მომავალში გეგმავს განხორციელებას.

EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა საჯარო-კერძო თანამშრომლობის, პერსპექტივებზე. ე.წ. PPP (Public-Private Partnership) თემებზე. საუბარი შეეხო იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ეს მექანიზმი ითვალისწინებს ,მათ შორის, როგორც ენერგოსექტორში, ისე ჯანდაცვასა და განათლებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics