00:08 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 14:07:01, 586 ნახვა

ეკონომიკა
ჩაკრაბარტი: EBRD ამ ეტაპზე რუსეთში ახალი პროექტების დაწყებას არ აპირებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი რუსეთში ამ ეტაპზე ახალი პროექტების დაწყებას არ აპირებს, - ამი შესახებ EBRD-ს პრეზიდენტმა სერ სუმ ჩაკრაბარტიმ განაცხადა.

მისი განმარტებით, ამის მიზეზი რუსეთში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება გახდა.

 „ჩვენ არ შეგვიწყვეტია რუსეთში მუშაობა. იქ კვლავ გვაქვს ოფისები და ჩვენს წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია არსებობს, თუმცა, ჩვენ აქციონერებისგან მივიღეთ გზამკვლევი, სადაც ნათქვამია, რომ ახალი პროექტების განხილვა ამ ეტაპზე არ უნდა მოხდეს. თუკი გამოსწორდება გეოპოლიტიკური ვითარება და დაინტერესებული მხარეებისგან თანხმობა იქნება, ჩვენ დავბრუნდებით“, - განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ.

მისივე თქმით, რუსეთში, EBRD-ს მოგების შემცირება რუსული რუბლის გაუფასურებას უკავშირდება, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმაც გამოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics