13:20 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-15 17:51:11, 539 ნახვა

საზოგადოება
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 12 ახალი რეანომობილი გადაეცა

თბილისის მერიის სსიპ „თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ფილიალებს 12 ახალი რეანომობილი გადაეცა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ფილიალებისთვის სპეციალური აღჭურვილობის მქონე მანქანების გადაცემას თბილისის მერი დავით ნარმანია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი დაესწრნენ. თბილისის მერმა ჯანდაცვის მინისტრთან ერთდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობაც დაათვალიერა და ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

დავით ნარმანიას თქმით, ახალი რეანომობილები საჭიროების მიხედვით, დამატებითი, ან სარეზერვო ეკიპაჟისთვის იქნება გამოყენებული. მისივე თქმით, მანქანები აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტით, რაც აუცილებელია სწრაფი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისთვის. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, წელს დაგეგმილია დამატებით რამდენიმე რეანომობილის შეძენა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, რეანომობილები გამართულია საერთაშორისო სტანდარტებით. „მე თვითონაც ყოფილი სასწრაფო დახმარების ექიმი ვარ, თავად ვნახე ეს აღჭურვილობა და დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ასეთ მანქანაში“ - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

„ფორდის“ მარკის ახალი რეანომობილები ევროპული სტანდარტების სპეციალური სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი, რომლის მეშვეობით პაციენტისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა კლინიკაში მიყვანამდეა შესაძლებელი.

12 ახალი რეანომობილის შესაძენად თბილისის ბიუჯეტიდან 708 000 ლარი გამოიყო. 
დღეისთვის დედაქალაქს სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მედიკოსთა 93 ბრიგადა ემსახურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics