23:29 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 11:16:07, 918 ნახვა

მსოფლიო
რუსმა ჯარისკაცმა სომხეთში ოჯახის ექვსი წევრი და მათ შორის 2 წლის გოგონა მოკლა (ვიდეო)

რუსმა ჯარისკაცმა სომხეთში, ქალაქ  გიუმრიში ოჯახის ექვსი წევრი და მათ შორის 2 წლის გოგონა  ავტომატური იარაღით დაცხრილა. გადარჩა მხოლოდ ექვსი თვის ჩვილი. ექიმების შეფასებით, ჩვილის მდგომარეობა უკიდურესია.

ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2 „ ავრცელებს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსულ ბაზაზე მომსახურე, რიგითი ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი  თურქეთის საზღვარზე დააკავეს. 

ინფორმაციას ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ, სომხეთის პოლიციის პრესსამსახური ადასტურებს.
რადიო „თავისუფლების“ სომხეთის ბიუროს ჟურნალისტის სათენიკ კაღზვანციანის განცხადებით, მკვლელობა ადგილობრივი დროით დილის  6 საათზე მოხდა.

ჟურნალისტის თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილ  პერმიაკოვმა ექვსი ადამიანი აკა 75-ის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ მან იარაღი და სამხედრო ფორმა ადგილზე დატოვა, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული გავიდა და მიიმალა.

მომხდარმა მკვლელობამ ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია, დროებით დახურეს სკოლა და ბაღი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics