2015-03-31 17:00:15, 712 ნახვა
ეკონომიკა
1 აპრილს PSP-ში ფრანგული კოსმეტიკის დღეები იხსნება
1 აპრილს, 13:00 სთ-ზე, PSP-ში ფრანგული კოსმეტიკის დღეები გაიხსნება.
ღონისძიებას საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი და პსპ ჯგუფის დირექტორი გოჩა გოგილაშვილი გახსნიან.
ფრანგული დღეების ფარგლებში, PSP-ს მომხმარებელს საშუალება ექნებათ ფრანგული კოსმეტიკა სპეციალურ ფასად შეიძინონ.
გარდა ამისა, მომხმარებელს PSP-ს კონკრეტულ აფთიაქებში საშუალება ექნება ჩაიტაროს კანის ტესტირება, დაადგინოს საკუთარი კანის ტიპი და პირადად მისთვის საჭირო კოსმეტიკა შეარჩიოს, ცალკეული აფთიაქები მომხმარებლებს უფასო მაკიაჟის პროცედურებსაც შესთავაზებენ.
ამიერიდან, PSP-ში ფრანგული კოსმეტიკის დღეებს სისტემატური ხასიათი ექნება და ყოველი თვის პირველიდან შვიდ რიცხვამდე გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან