2015-03-26 17:53:44, 739 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში ხვალ ”ელიტ ელექტრონიქსის” განახლებული მაღაზია გაიხსნება
ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. #78/88 -ში, ხვალ ”ელიტ ელექტრონიქსის” განახლებული მაღაზიის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
როგორც „ექსპრესნიუსს“ „ელიტ ელექტრონიქსიდან“ აცნობეს, ცერემონია 14:00 საათზე დაიწყება.
კომპანია ამ ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივ მომხმარებლებს 50%-მდე ფასდაკლებას და უამრავ სიახლეს სთავაზობს. ასევე გახსნის დღეს მისულ მომხმარებელს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს გათამაშებაში და შეძენილი ნივთი სრულიად უფასოდ მიიღოს.
გარდა ამისა, პირველ ას მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა „ელიტ ქლაბ ქარდი“ რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი მთელი წლის მანძილზე მუდმივი ფასდაკლებით ისარგებლებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან