20:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 14:23:37, 710 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო ბრიტანული არმიის სამხედრო ინსპექტორატთან თანამშრომლობას იწყებს

საქართველოში, ბრიტანეთის სამხედრო ინსპექტორის მოადგილის, პოლკოვნიკ ბარი გრინის ხელმძღვანელობით,  გაერთიანებული სამეფოს დელეგაცია იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის  მიზანს  საქართველოს თავდაცვის უწყებისთვის ბრიტანეთის სამხედრო ინსპექტორატის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა  წარმოადგენს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის მინისტრის  მოადგილეს,  ლევან ღირსიაშვილსა და გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას შეხვდნენ.  ბრიტანელი სტუმრები  ნატოს სამეკავშირეო ოფისსაც ეწვივნენ.

დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბრიტანული არმიის სამხედრო ინსპექტორატს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს მხრიდან გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიორგი კბილცეცხლაშვილმა მოაწერა.

მემორანდუმით განისაზღვრა სამხედრო ინსპექტორატსა და საქართველოს გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს შორის მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.  თანამშრომლობა პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას, სპეციფიკური ღონისძიებების განსახორციელებლად, მენტორობასა და მხარდაჭერას,  პოლიტიკის, პროცედურებისა და დოკუმენტაციების გაცვლასა და სამხედრო ინსპექტორებისათვის ბრიტანეთის სასწავლო დაწესებულებების მიერ შემოთავაზებულ პროგრამებში მონაწილეობას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics