16:30 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 15:35:56, 3090 ნახვა

პოლიტიკა მსოფლიო Lifestyle
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა "შეჩერების მექანიზმზე" LIBE-ს კომიტეტის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა, LIBE-ს კომიტეტის მიერ ე.წ შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტის დაამტკისება დადებიტად შეაფასა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც შულცმა აღნიშნა, ევროპარლამენტის მომხსენებლებმა დიდი შრომა გაწიეს, შეთანხმებული ვარიანტის დასამტკიცებლად. 

"როგორც იქნა ე.წ შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტის დაამტკისება მოხდა. ეს ჩვენი მომხსენებლების დიდი დამსახურებაა. ევროპარლამენტი სექტემბრიდან მზად არის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა დააწესოს. ჩვენ არ ველოდებით, რომ საბჭო აღნიშნულ პროცესებს რამენაირად შეაყოვნებს", - წერს შულცი. 

ცნობისთვის, LIBE-ს კომიტეტმა ე.წ შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი დაამტკიცა. 

ევროპარლამენტის წევრის, საქართველოს საკითხზე მომხსენებლის მარია გაბრიელის განცხადებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე მსჯელობა მომავალ კვირაში დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა შეჩერების მექანიზმის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics