14:53 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 15:05:42, 984 ნახვა

რეგიონი
ოსმა ძალოვნებმა ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

ოსმა ძალოვნებმა ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს.

არსებული ინფორმაციით, სოფელ ერგნეთში ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე ქართველ სამართალდამცველებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს მკვიდრი, არსენ ლაფაჩი გადასცეს.

"საზღვრის" გადაკვეთის ბრალდებით, რუსმა სამხედროებმა ლაფაჩი იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი გამყოფი ხაზის სიახლოვეს პირუტყვს მწყემსავდა. მისი გათავისუფლება ჯარიმის, 2 000 რუბლის გადახდის შემდეგ მოხერხდა.

ლაფაჩი ცხინვალის იზოლატორში 3 დღე იმყოფებოდა.

ცნობისთვის, დღეს ოსმა ძალოვნებმა ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი მალხაზ ლეჟავა გაათავისუფლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics