13:23 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 12:30:10, 938 ნახვა

ეკონომიკა
პირველად ტექნიკის ბაზარზე „ტექნო ბუმი“ შიდა განვადებას იწყებს

ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებით, მრავალფეროვანი არჩევანითა და ინოვაციებით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი“ კიდევ ერთი უპრეცედენტო შეთავაზებით გამოდის და პირველად ტექნიკის ბაზარზე შიდა განვადებას იწყებს.

კომპანიის ინფორმაციით, ხვალიდან ტექნო ბუმი მომხმარებლებს აძლევს შანსს, შეიძინონ სმარტფონები, ასევე წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ღირებულების 50%-ზე ისარგებლონ 24 თვემდე 0%-იანი შიდა განვადებით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, განვადება მარტივად,  ყოველგვარი  ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის  და დამატებითი საბუთების გარეშე,  მხოლოდ პირადობის მოწმობით 5 წუთში ადგილზე  მტკიცდება. განვადებით სარგებლობა კი შეუძლია ყველას, 18 წლიდან სამსახურის მიუხედავად. 

„ტექნო ბუმის“ ინფორმაციით, კომპანიის ინოვაციური შეთავაზება ამ ეტაპზე სმარტფონებსა და წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ვრცელდება, ეტაპობრივად კი მომხმარებელი შიდა განვადებით „ტექნო ბუმის“ ქსელში წარმოდგენილ სხვადასხვა  დასახელების ტექნიკაზე ისარგებლებს.

შეგახსენებთ, რომ „ტექნო ბუმი“ მეხუთე საიუბილეო წელთან დაკავშირებით მთელი წლის მანძილზე მომხმარებელს სხვადასხვა სახის აქციას და სიურპრიზს შესთავაზებს.  2015 წლის ბოლოს კი, კომპანია წლის ყველაზე ლოიალურ მომხმარებლებს გამოავლენს. ვისაც ტექნო ბუმში ყველაზე მეტი შენაძენი ექნება, მათ განსაკუთრებული სიურპრიზები ელით.

შიდა განვადებით სარგებლობა „ტექნო ბუმის“ შემდეგ ცენტრებშია შესაძლებელი: თბილისში, რუსთავში,   ფოთში, თელავში, ლანჩხუთსა და  ბათუმში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics