18:08 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 12:07:03, 651 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია: კონკურსში ჩაჭრილი თანამშრომლები, მერიაში დროებით მოვალეობის შემსრულებლებად დაინიშნენ

თბილისის მერიის მოხელეთა კონკურსში ჩაჭრილი თანამშრომლები თანამდებობებზე დროებით მოვალეობის შემსრულებლებად დაინიშნენ. 

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე განმარტებით, ვაკანტურ თანამდებობებზე  დროებითი დანიშვნა იმიტომ მოხდა, რომ მერიაში მუშაობა არ შეფერხდეს. 

„კონკურსი შედეგად ადამიანებმა, რომლებმაც დადგენილი ზღვარი გადალახეს, ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნენ.  დარჩა ასევე კონკურსის შედეგად ვაკანტური თანამდებობები, სადაც იმისათვის, რომ მუშაობა არ შეფერხდეს, დროებით მოვალეობის შემსრულებლებად დაინიშნენ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მუდმივად იქნებიან“, – აღნიშნა ნარმანიამ. 
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, მერიის მოხელეთა ხელახალი კონკურსი 3 თვის განმავლობაში გამოცხადდება. 

„არსებულ ვაკანსიებზე 3 თვის ვადაში ხელახალი კონკურსი გამოცხადდება და ვაკანტური თანამდებობები თავიდან დაკომპლექტდება. დროებითი მოვალეობის შემსრულებლებად კი დაინიშნენ ადამიანები, რომლებმაც კონკურსი ვერ გაიარეს ან არ გაიარეს. ამის საშუალებას კანონი გვაძლევს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ცნობისთვის, ერიის სისტემაში კონკურსი გამოცხადებული იყო 1033 ვაკანსიაზე. კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე პრეტენდენტებმა გაიარეს ტესტირება, ხოლო მეორე ეტაპზე - გასაუბრება. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გაუწია 484 პრეტენდენტს, ხოლო 549 ადგილი დარჩა ვაკანტური, რაზეც მოგვიანებით ხელახალი კონკურსი გამოცხადდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics