2015-02-19 15:24:44, 416 ნახვა
საზოგადოება
მართვის მოწმობებზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს
მართვის მოწმობებზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს ახალი ნორმა ემატება, რომლის თანახმადაც უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში შესაბამისი რეკომენდაციის დაფიქსირების შემთხვევაში, მართვის უფლების მქონე პირს შეიძლება არ მიენიჭოს ან შეეზღუდოს მოპოვებული კატეგორიის/ქვეკატეგორიის ფარგლებში დაწესებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან/და დაუწესდეს სხვა სახის შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალების მართვაზე.
აღნიშნული პროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან