|
2025-10-07 12:34:30, 733 ნახვა
სამართალი
ხუთი დაკავებული ლიდერის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს
თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 დაკავებულის პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძისა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროკურორი ვაჟა თოდუა ხუთივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. როგორც თოდუა განმარტავს, ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე არსებობს. ადვოკატი ბექა ბასილაია დარბაზის ცვლილებას მოითხოვს. ფეხზე დგება და ტრიბუნასთან მიდის, ის ამბობს, რომ ამ საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესია და ეს დადასტურებულია ხელისუფლების მიერ, „ვინც თავს ხელისუფლებას უწოდებს“: „უამრავი ხალხია მოსული სასამართლოში, მათ შორის ამ ადამიანების ოჯახის წევრები, ალბათ ამის გამო შეარჩიეთ შედარებით დიდი დარბაზი, მაგრამ გვაქვს ვითარება, რომ შსს-ს შეფასებით ამ ადამიანების ბადრაგირებას უნდა სწევდეს ათეულობით პოლიციელი და დარბაზის მეხუთედი პოლიციელებს უჭირავთ, ჩვენ შევეცადოთ, რომ დავაკომპომპენსიროთ ის სივრცე, რომლებიც პოლიციელებმა დაიკავეს. ... გთხოვთ, პირველ დარბაზში გადავიცვალოთ". პროკურორი ვაჟა თოდუა ფიქრობს, რომ დარბაზის შეცვლის მოთხოვნის მიზანი სხდომის გაჭიანურებაა და მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს. ვაჟა თოდუას ეთანხმება პროკურორი, თამარ ბეჟუაშვილი. მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ლელა მარიდაშვილი სამივეს ბრალის არსს აცნობს, ვინაიდან მათ ბრალი ერთი და იგივე მუხლებით აქვთ წარდგენილი. ეს მუხლებია: (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა); (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ).
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)