|
2015-02-17 13:31:00, 613 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიძე-კარასინის შეხვედრა თებერვლის ბოლოს გაიმართება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე ერთმანეთს თებერვლის ბოლოს, პრაღაში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ოფიციელურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 16 თებერვალს კარასინსა და აბაშიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა შეხვედრის დეტალები და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პრაქტიკული საკითხები განიხილეს. შეგახსენებთ, რომ გრიგორი კარასინის და ზურაბ აბაშიძის პირველი შეხვედრა 2012 წლის დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში შედგა. 2013-2014 წლებში პრაღაში მხარეები 7-ჯერ შეხვდნენ, სადაც ორი ქვეყნის ეკონომიკური-კულტურული ურთიერთობის საკითხები განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)