23:03 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-21 13:51:31, 1044 ნახვა

ომი უკრაინაში
კიტ კელოგი - ნატო-ში უკრაინის წევრობა არ განიხილება

ნატო-ში უკრაინის წევრობა არ განიხილება, – ამის შესახებ რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა 90 დღის განმავლობაში იმაზე მეტი გააკეთა ომის დასასრულებლად, ვიდრე მანამდე, 900 დღის განმავლობაში გაკეთდა.

კიტ კელოგმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს პროცესი გადაწყვეტისკენ მიჰყავს.

„ვფიქრობ, ჩვენ კარგ გზაზე ვართ, რადგან დავიღალეთ იმით, რაც ხდება. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სხვა საკითხი მსოფლიოში, რომელშიც შეერთებული შტატები უნდა იყოს ჩართული. და ეს ომი ძალიან დიდხანს გრძელდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობს შესაძლებლობა. ჩვენ წარმოვადგინეთ ის, რასაც მე ვუწოდებ პირობების სიას. ეს ასე გამოიყურება უკრაინელებისთვის მომავალში. ისინი დაბრუნდნენ კიევში, შემდეგ კვირას დაბრუნდებიან ლონდონში და ჩვენ ვიტყვით, როგორ გამოიყურება ეს? მერე რუსებს მივმართავთ და ვეტყვით, როგორ გამოიყურება თქვენი პირობების სია. შემდეგ ერთად შევკრებთ. ერთ მაგალითს მოვიყვან. მაგალითი, რომელიც ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვქონდა, ნატო არ განიხილება. თქვენ არ გახდებით მისი ნაწილი. ეს არის რაღაც, რაც ახალი არ არის. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ 2008 წლიდან, როდესაც ელჩმა ბერნსმა უთხრა კონდოლიზა რაისს, რომ ეს გადაჭარბებული იყო“, – განაცხადა კიტ კელოგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics