20:59 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 11:01:12, 657 ნახვა

სამხედრო
საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყო

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრმა განახლებული კურსი დაიწყო. წელს აღნიშნულ კურსში პანკისის ხეობის მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც ჩაერთვებიან.
როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დღეიდან 10 კვირის განმავლობაში სპეციალურად შერჩეული საქართველოს 500 მოქალაქე საწვრთნელ ბაზა "ალგეთში" საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გაივლის. კურსის მონაწილეებს მეცადინეობები ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაში ჩაუტარდებათ.
მათივე ინფორმაციით, საწყისი საბრძოლო მომზადება, ამჯერად, გაუმჯობესებული პროგრამით განხორციელდება. სასწავლო პროგრამა მორგებულია ქვედანაყოფების მოთხოვნილებებს და მისი შედგენისას გათვალისწინებულია ნატოს სტანდარტები.
კურსზე ჩარიცხვამდე საქართველოს 500-მა მოქალაქემ ფიზიკური მომზადებისა და ფსიქოლოგიური ტესტების გარდა სამედიცინო კომისიის შემოწმებაც გაიარა. შერჩევის პროცესი კვლავ გრძელდება. რეკრუტთა მორიგი ნაკადი რამდენიმე კვირის შემდეგ მომზადდება.
სწავლების განმავლობაში რეკრუტები ყაზარმული რეჟიმით იცხოვრებენ. ოჯახის წევრებს და ახლობლებს მათი მონახულება მომზადების დაწყებიდან 4 კვირის გასვლის შემდეგ შეეძლებათ.
საწყისი საბრძოლო მომზადების 10-კვირიანი პროგრამის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს გააგრძელებენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics