18:54 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 09:35:53, 724 ნახვა

ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინი - რუსეთს მშვიდობა სურს, რასაც ხელს ზელენსკი უშლის

დონალდ ტრამპი არა მხოლოდ იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, არამედ, იმას აკეთებს, რაც სურს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ევროპელი ლიდერებისგან განსხვავებით თავისუფალი ხელი აქვს, თუმცა კონფლიქტის არსებითი გადაწყვეტის საკითხის დონალდ ტრამპთან განხილვა ჯერ არ მომხდარა.

„ის არა მხოლოდ იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, არამედ, იმას აკეთებს რაც სურს. ეს ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი სახელმწიფოს ლიდერის პრივილეგიას წარმოადგენს“, - განცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთს მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად მიღწევა სურს, მაგრამ ამას ხელს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უშლის.

„შექმნილ ვითარებაში, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, სიმართლე გითხრათ, ჩვენ დაინტერესებულები ვიქნებოდით, რომ ის იქ იჯდეს და განაგრძოს იმ რეჟიმის დაშლა, რომელთანაც შეიარაღებულ კონფლიქტში ვართ. მაგრამ, უკრაინის სახელმწიფოებრიობის გაძლიერების ინტერესების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, აუცილებელია უფრო ენერგიულად და სრულიად განსხვავებული მიმართულებით მოქმედება - ხელისუფლებაში იმ ადამიანების მოყვანით, რომლებიც უკრაინელი ხალხის ნდობით ისარგებლებენ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან პუტინმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებს - და სხვებს - "უფლება აქვთ და შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ" მოლაპარაკებებში უკრაინაში ომის საკითხის მოსაგვარებლად.

პუტინმა ინტერვიუში თქვა, რომ მზად არის იმუშაოს "უცხოელ პარტნიორებთან, მათ შორის ამერიკელებთან" უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში იშვიათი ლითონებისა და სტრატეგიული მინერალების მარაგების განვითარებაზე.

ასევე, რუსეთის ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "ტოქსიკურ ფიგურად" მოიხსენია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics