18:54 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-24 14:58:11, 827 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დასრულება უნდა დაიწყოს ნაბიჯებით, რომლებიც აღადგენს ნდობას, რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს უკრაინელი ტყვეები

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ რუსეთისაგან სამშვიდობო სიგნალი შეიძლება გახდეს ყველა უკრაინელი ტყვეს გათავისუფლება.

ზელენსკიმ აღნიშნულის შესახებ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით კიევში პარტნიორ ქვეყნებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა მზადაა ტყვეების გაცვლისთვის პრინციპით, „ყველა ყველაზე“.

„ომის დასრულება უნდა დაიწყოს ნაბიჯებით, რომლებიც აღადგენს ნდობას თავად სიტუაციის მიმართ, რადგან რუსეთის მიმართ ნდობა არ არსებობს. საჭიროა სიტუაციები, რომლებიც ომის დასრულებაზე მეტყველებენ. რეალური სიტუაცია. ახლა ასეთი ნაბიჯი შეიძლება გახდეს ტყვეების გათავისუფლება, ათასობით ადამიანის, რომლებსაც რუსეთში აკავებენ. მათი ნაწილი არა მხოლოდ 2022 წლიდან, არამედ გაცილებით ადრე, 2014 წლიდან დააკავეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს უკრაინელები. უკრაინა მზადაა ყველას ყველაზე გაცვლისთვის და ეს სამართლიანი ვარიანტია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომი გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ და ამიტომ უკრაინა უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპასთან ერთად.

„რუსეთის სტრატეგიული სამიზნე სწორედ ევროპაა, ევროპული ცხოვრების წესი, შესაბამისად, მისი უსაფრთხოება და ევროპის ბედი არ შეიძლება, განისაზღვროს ევროპის გარეშე. უკრაინა, ევროპა, ამერიკასთან ერთად, უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის პირისპირ, რათა მშვიდობის აუცილებლობა კვლავ არ იყოს ჩანაცვლებული დაპირებებით ნორმალიზაციის, გადატვირთვის ან დაზავების შესახებ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ უკრაინას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში თუ არ მიიღებენ, უკრაინა პარტნიორებთან ერთად იძულებული იქნება, „ააშენოს ნატო ქვეყნის შიგნით“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics