21:56 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-07 14:37:49, 710 ნახვა

საზოგადოება
საქართველო-სომხეთის ცენტრალურ ავტო-მაგისტრალზე უამინდობის გამო დარჩენილი ადამიანების ევაკუაცია დასრულდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში,  საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტო-მაგისტრალზე უამინდობის გამო დარჩენილი ადამიანების - როგორც მგზავრების, ისე - მძღოლების ევაკუაცია დასრულდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტო-მაგისტრალზე უამინდობის გამო დარჩენილი ადამიანების - როგორც მგზავრების, ისე - მძღოლების ევაკუაცია დაასრულა.  

ამ დროისათვის ადგილზე მხოლოდ რამდენიმე ავტომობილია  დარჩენილი.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ამინდი, გუშინდელთან შედარებით, მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებულია. საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს გზის გამწმენდი სამუშაოები. მათი გაგრძელება მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული“, - აცხადებენ სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics