2024-06-26 15:50:54, 497 ნახვა
რეგიონი
„ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის წევრებმა იდეის ავტორებთან მონიტორინგი განახორციელეს
"ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, კონკურსის მეორე ეტაპის - წარმოდგენილი პროექტების შერჩევა-შეფასების მიზნით, საკონკურსო კომისიის წევრებმა იდეის ავტორებთან ადგილზე მონიტორინგი განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, პროგრამის ფარგლებში სულ 34 განაცხადი შემოვიდა.
"პროექტის მესამე ეტაპი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს როგორიცაა: დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა, ადგილზე მონიტორინგი და გასაუბრება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 45 000 ლარს შეადგენს",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),