12:16 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 09:42:00, 978 ნახვა

რეგიონი
ქედაში სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“ და „ქედის ღვინის ფესტივალი“ გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“ და „ქედის ღვინის ფესტივალი“ გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, სახალხო დღესასწაულს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

„სიტყვით გამოვლისას მთავრობის მეთაურმა ქედელებს სახალხო დღესასწაული მიულოცა და აჭარაში, ქედაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების, ტურიზმის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა.

ქედელობის დღესასწაული ფრიდონ ხალვაშის სახელობის სკვერში გაიმართა. სკვერს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და გრძელდება თანამედროვე ინფრასტრუქტურის, ატრაქციონების, განათების, დასასვენებელი სივრცეების მოწყობა.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ საპატიო ქედელები და საუკეთესო მეღვინეები.

გაიმართა ფერმერების, ქედის ღვინის მარნების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. მოეწყო კულინარიული მასტერკლასები, ჯარას თაფლის პრეზენტაცია, ეთნოგრაფიული და ფოლკლორული, ასევე, სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics