17:05 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-21 10:36:59, 1475 ნახვა

სხვადასხვა
ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში ზვავს 28 ადამიანი ემსხვერპლა

ზვავს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში, ქალაქ ნიინჩიში ჩამოწვა, 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ზვავი ქალაქ ლინჩჟიში 17 იანვარს ავტომაგისტრალზე, გვირაბის შესასვლელთან ჩამოწვა, რის გამოც გვირაბში მყოფი ადამიანები და სატრანსპორტო საშუალებები ბლოკირებულები აღმოჩნდნენ.

ინციდენტთან დაკავშირებით სასწრაფო სამაშველო შტაბმა განაცხადა, რომ 1300-ზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის მეხანძრეებმა, სამხედრო ნაწილებმა, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა და საზოგადოების წევრებმა, მონაწილეობა მიიღეს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, მობილიზებული იყო 236 ერთეული ტექნიკა.

საგანგებო სამაშველო შტაბის ცნობით, ზვავი სამშაბათს ძლიერმა ქარმა და ტემპერატურის მატებამ გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics