03:32 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-03 10:01:08, 945 ნახვა

სამხედრო
რუსმა ოკუპანტებმა ოდესა დაბომბეს, დანგრეულია ინფრასტრუქტურის ობიექტები

ოდესაში რუსი ოკუპანტების დაბომბვის ერთ-ერთი სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტი იყო. ოკუპანტების თავდასხმის დეტალები შესახებ ოდესის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა პეტრ ობუხოვმა ისაუბრა.

"მტერმა ოდესაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. ერთ-ერთი სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტი იყო. ჩვენ არაფერს დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ", - განაცხადა ობუხოვმა.

პივდენის ოპერატიული სარდლობის ოფიცერმა ვლადისლავ ნაზაროვმა განაცხადა, რომ მტრის დარტყმები განხორციელდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.
ამჟამად ოდესაში მაშველები ხანძრის ლიკვიდაციას აგრძელებენ.

სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მტრის თავდასხმამდე ექვსი საათით ადრე სეპარატისტულმა საზოგადოებამ გამოაქვეყნა ქალაქში საწვავის და საპოხი მასალების შესანახი ობიექტების ადგილმდებარეობა, სადაც მითითებულია ზუსტი მისამართები.
3 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა ჰაერიდან შეუტია ოდესას, ქალაქს ცეცხლი ეკიდა. რაკეტების ნაწილი საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics