14:58 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-30 12:10:39, 2069 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - მოქალაქეები უვიზოდ დადიან ევროპაში, ეს წინა მთავრობის დროს წარმოუდგენელი იყო

დეზინფორმაციის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის, მავნებლობის კლასიკური მაგალითი - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა და ხელშესახები პროგრესი უვიზო რეჟიმია.

„ჩვენი მოქალაქეები დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის მიმართულებით. მანამდე, წინა მთავრობის დროს, ეს წარმოუდგენელი იყო და ალბათ ამაზე ვერავინ იოცნებებდა. ჩვენ ამასა მივაღწიეთ და გუშინ ვიხილეთ მორიგი, კლასიკური დეზინფორმაცია, თითქოს რაღაც საფრთხე ემუქრებოდა უვიზო რეჟიმს. ეს არის სამწუხაროდ ჩვენი ოპოზიციის ხელწერა, მათი სახე. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი, გუშინვე დადასტურდა ეს, მათ შორის ევროპელი ლიდერების  მხრიდან, რომ არავითარი მსგავსი არ იგეგმება და ეს არც მოხდება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics