20:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 14:08:48, 813 ნახვა

რეგიონი
ფოთში, მალთაყვას უბანში სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს

ფოთში, მალთაყვის უბანში, ჩეხოვის ქუჩაზე, ქალაქის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებითა და ადგილობრივ მცხოვრებთა თხოვნის გათვალისწინებით, მინი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.

ფოთის მერიის ინფორმაციით, მოედნის სიგრძე 30 მეტრია, ხოლო სიგანე- 15 მეტრი.

„დამონტაჟებულია საკალათბურთო ფარები და კარის ძელ-ხარიხები. მალე დამთავრდება მინი მოედნის ლითონის კონსტრუქციით შემოღობვა. ჩეხოვის ქუჩაზე სპორტული სარბიელის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 24.000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ პ ს ,,ტოტალი'' აწარმოებს“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics