16:58 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 12:39:24, 528 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო 500-მდე უკრაინელი ლტოლვილისთვის თავშესაფრის მიცემას გეგმავს

„საქართველო 500-მდე უკრაინელი ლტოლვილისთვის თავშესაფრის მიცემას გეგმავს“, -ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველო უკრაინას სამედიცინო და სხვა კუთხით დიდ დახმარებას უწევს

„მე მივაწოდე მთავრობას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ამ დროისთვის უკრაინიდან 500-მდე ლტოლვილია და ჩვენ ვაპირებთ გამარტივებულად, დაჩქარებულად საქართველოში მათ თავშესაფარი მივცეთ, საქართველო არის იმ სახელმწიფოებს შორის, რომელიც უკრაინას სამედიცინო, თუ სხვა კუთხით დიდ დახმარებას უწევს“, - აღნიშნა სუბარმა.

ამასთან, მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებას უპასუხა, რომლის თანახმადაც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უკრაინელ კოლეგასთან კომუნიკაცია გაუჭირდა.

„რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება, რომელიმე მინისტრს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობისთვის, რაც საქართველოსა და უკრაინას შორის არის“, - დასძინა სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics