20:24 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-29 19:19:18, 16142 ნახვა

High - Tech
Nike Adapt Auto Max-სმარტფონიდან სამართავი სპორტული ფეხსაცმელი

Nike - კომპანია დიდი წარსულით და როგორც ჩანს მომავლის დიდი იდეებით "ჭკვიანი" ბოტასების ხაზს აფართოვებს და 2020 წლის ფლაგმან მოდელს Adapt Auto Max-ს მასიურ გაყიდვაში უშვებს. 
Auto Max 2020 წლის არალიმიტირებული ე.წ ჭკვიანი ბოტასების სერიის სათავეში ჩადგება. 
რა შეუძლია ახალ ბოტასებს და რაშია მათი მთავარი ხიბლი?
სიახლის პრეზენტაციაზე "ნაიკი" ყურადღებას ტექსტილის და კაუჩუკის დამზადების ინოვაციურ ტექნოლოგიაზე ამახვილებს , რომლის მეშვეობით ყოველი ფეხსაცმლის წყვილი იქმნება. ეს ნამდვილად პრემიალური ხარისხია, რომელიც ფეხსაცმელს განსაკუთრებულს ხდის. 
აგრეთვე ცნობილია, რომ Adapt Auto Max იმ ფეხსაცმლის "შვილთაშვილია", რომელსაც მარტი მაკფლაი ფილმ "უკან მომავალში" ატარებდა, რადგან ფეხსაცმლის დიზაინში Air Max 90-ს დეტალებია გამოყენებული.
ფეხსაცმლის ყველაზე მნიშვნელოვანი და ინოვაციური სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ მათი შეკვრაზე, ტერფზე მორგებაზე და "ლედ" დიოდების ფერის შეცვლაზე სპეციალური მიკროპროცესორი ზრუნავს, რომელიც თავისი მხრივ სმარტფონიდან ან ჭკვიანი საათიდან მფლობელის მიერ სპეციალური პროგრამის დახმარებით კონტროლირდება.
სიახლის ფასი 400$-დან დაიწყება, მაგრამ Adapt Auto Max-ს სპეციალური GUCCI-ს ბრენდთან კოლაბორაციული ხაზიც ექნება, რომელშიც მომცმარებლებს 1000$ გადახდა მოუწევთ.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics