11:41 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 15:37:16, 744 ნახვა

პოლიტიკა
შალვა შავგულიძე არასრულწლოვნებისთვის სპეციალიზებული ინსტიტუტის შექმნას მიესალმება

ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“  წევრი შალვა შავგულიძე არასრულწლოვნებისთვის სპეციალიზებული ინსტიტუტების შექმნას მიესალმება.
როგორც შავგულიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული სიახლე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
 „ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაცია  ჩვენს ქვეყანაში  სრულფასოვანი და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას გამოადგება. ეს არ არის ისეთი სიახლე, რომელიც მხოლოდ ჩვენ მოვიგონეთ, ამ პროფილით მრავალ ევროპულ ქვეყანაშია სპეციალიზებული და მხოლოდ მისასალმებელია. შეილება გარკვეული დებულებები, კონკრეტული საკითხები შემდგომში დამუშავდეს, დაიხვეწოს, მაგრამ პრინციპი, რომ მოხდეს სპეციალიზაცია, ამ კუთხით მისასალმებელია“,  – განაცხადა შალვა შავგულძემ.
ცნობისთვის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სპეციალიზებული, ევროპული სტანდარტებისა და გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანილი მართლმსაჯულების სისტემის შექმნას ითვალისწინებს. 18 წლამდე ასაკის პირებისათვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტი მთავარი სიახლეა ამ კოდექსში, რომლის ამოქმედების შემდეგ საქართველოში სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები იქნებიან, რომლებიც ბავშვების საქმეებს გამოიძიებენ და განიხილავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics