11:40 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 12:01:39, 1157 ნახვა

საზოგადოება
ჯავახიშვილის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით შეიცვალა

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი) მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო აღნიშნულ მონაკვეთზე გამავალი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტებში დროებითი ცვლილებები განხორციელდა.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ის ნაწილი, რომელიც დავით აღმაშენებლის გამზირიდან, მარჯანიშვილის ქუჩისა და გალაკტიონ ტაბიძის ხიდის გავლით მოძრაობას აგრძელებდა მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, მ/ს “რუსთაველის” და ვაკე-საბურთალოს მიმართულებით გადასაადგილებლად, გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან იმოძრავებენ მარჯვენა სანაპიროსა და გმირთა მოედნის გავლით. (ავტობუსი №59, №91; მიკროავტობუსი №35, №126).

„მარშრუტების ის ნაწილი, რომელიც გალაქტიონ ტაბიძის ხიდიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით მოძრაობდნენ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით, გალაქტიონ ტაბიძის ხიდიდან მარჯვენა სანაპიროს გავლით იმოძრავებენ ბროსეს, ლაღიძისა და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით, რუსთაველის გამზირის მიმართულებით (მიკროავტობუსი №31, №145). ხოლო ყველა ის მარშრუტი, რომელიც მოძრაობდა მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით თაბუკაშვილისა და ბროსეს ქუჩების გავლით, ამ ეტაპზე მარჯვენა სანაპიროთი გააგრძელებენ მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩისა და ორბელიანის მოედნის მიმართულებით (მიკროავტობუსი  №40, №68, №85, №200).

№33 ავტობუსის მარშრუტი, მარჯანიშვილის ქუჩისა და გალაქტიონ ტაბიძის ხიდიდან, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად მოძრაობას გააგრძელებს მარჯვენას სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics