15:37 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-11 15:00:08, 1024 ნახვა

პოლიტიკა Lifestyle
ხიდაშელი: თუ "ნაცებს" ბოიკოტი უნდათ, მეორე ტურებს გამოუცხადონ ბოიკოტი

"რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა პოსტ საარჩევნო პერიოდ შეაფასა, - ამის შესახებ ხიდაშელმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

ხიდაშელმა პარლამენტში შემავალ და საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური სუბიექტების შესახებაც ისაუბრა.

"ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

”1. კარგია რომ პატრიოტები პარლამენტში არიან. ადექვატურია და რეალობაა.

2. ცუდია რომ დასავლური პარტიული ფრონტი მოშიშვლდა, მაგრამ ესეც ადექვატურია და რეალობაა.

3. ”ნაცმოძრაობა” პარლამენტში უნდა შევიდეს. თუ მაინცდამაინც ბოიკოტი უნდათ მეორე ტურებს გამოუცხადონ ბოიკოტი, მაინც შანსი არა აქვთ.

4. ის ვერ გავიგე, იმათ რა უხარიათ, წელს ხელისუფლებაში მყოფებმა, 2012 წელს ციხის კადრებგამოქვეყენებულებზე ნაკლები ხმა რომ მიიღეს?

5. ვერც ის გავიგე, გაქრნენო რომ ზეიმობენ - მე კი გამიხარდებოდა, მაგრამ აბა ობიექტური მიზეზი რომელია ამის? 
2014-ზე მეტი ხმები აიღეს, ნახევარ მილიონზე მეტმა დაუჭირათ მხარი, გაქრებითო ემუქრებოდით და მათთან ექსკლუზიურ ურთიერთობებში უნდა გაატაროთ შემდეგი 4 წელი შინ და გარეთ და როგორც არ უნდა დააიგნოროთ, პრინციპში ყველაფერში დაგჯაბნიან, შემადგენლობებს გადახედეთ.
თქვენი მეკავშირე პარლამენტში, ნუ ვინც იქნება აღარ მოვყვები.

6. ”თავდემები” იმედია წარმატებით გამოვლენ ამ კრიზისიდან.

7. ფბ-ზე საყოველთაო კონსენსუსია უსუფა უნდა ყოფილიყოო. მათ უმრავლესობას ხმა არ მიუცია! ნეტავ პარლამენტში ხმის მიცემის გარეშე როგორ ხვდებიან? 

8. კიდევ უფრო საინტერესო კონსენსუსი, ერთ წრეში, იმაზეა რა ცუდია პოლიტიკაში რომ არ იქნებიან რესპებიო. და სად მიდიან ხომ არ იცით? თუ პოლიტიკა მხოლოდ პარლამენტია? 

9. მოკლედ ჩემო საყვარელო ხალხო, ფბ-ზეც და მის გარეთ იმედია გაივლის პოსტ საარჩევნო ვნებები; 
ყველაფერი ზუსტად ისეა როგორც მოიქცა ქვეყანა 8 ოქტომბერს, ხმის მიმცემიან მისაცემიანად;

10. ქვეყნის სამსახური მხოლოდ პარლამენტის წითელი სკამიდან არ ხდება. უფრო საინტერესოა იქ რომ არ ხარ მაშინ როგორ იქცევი და როგორ ახერხებ შრომას. 

11. ჩვენ ცოტანი ვართ, და სწორედ უმცირესობაზე გადადის ხოლმე ყველა კრიტიკულ ვითარებაში პრობელემებთან გამკლავებაც, მოგვარების გზების ძიებაც და რისკიანი ნაბიჯებიც. 

ასე რომ, ყველამ ერთად მოვიკრიბოთ ძალები, მეორე ტურები ჩაივლის, დამშვიდდება ემოციები და სწორედ უმცირესობისთვის საკადრისი რისკიანი ნაბიჯებით გავაგრძელოთ სვლა ქვეყნის სამსახურში!!!
მე წავედი ორი კვირით და საბრძოლო განწყობაზე დამხვდით იცოდეთ ჩემო 22 ათასო და ფბ-ზე დღეს მგლოვიარენო!!!”, - წერს თინა ხიდაშელი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics