11:38 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 18:33:09, 3648 ნახვა

კულტურა
გიორგი აბაშიშვილმა კასპში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში რეპრესირებულთა მუზეუმი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს კასპში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში რეპრესირებულთა მუზეუმის გახსნას დაესწრო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით მოეწყო.

საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში რეპრესირებულთა მუზეუმი კასპის პირველი გიმნაზიის ბაზაზე გაიხსნა, რომელიც დღეს იმ შენობაშია განთავსებული, სადაც საბჭოთა პერიოდში მილიცია ფუნქციონირებდა.

სწორედ საბჭოთა მილიციის სარდაფში, განლაგებულ საკნებში ხდებოდა საბჭოთა რეჟიმისათვის მიუღებელი პირების დაკავება, დახვრეტა და წამება.

„დღეს ამ საკნებს პირვანდელი სახე დაუბრუნდა და მასში მუზეუმი მოეწყო, სადაც რეჟიმის მსხვერპლთა შესახებ ფოტო და სხვა დოკუმენტური მასალები განთავსდა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა იცოდნენ საბჭოთა ოკუპაციის მძიმე შედეგები და გაითავისონ რომ მშვიდობის, თავისუფლების, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის გარეშე ქვეყნის განვითარება შეუძლებელია",- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა მუზეუმის გახსნის თანადაფინანსება განეხორციელებინა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics