20:26 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 12:54:51, 789 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში თოვლის საფარი 15 სანტიმეტრს, ქობულეთის მაღალმთიან სოფლებში კი-60-80 სმ-ს აღწევს

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უამინდობის შედეგად შექმნილი მდგომარეობა ამ დროისთვის ასეთია:  ბათუმში თოვლის საფარი 15 სანტიმეტრია; ხულოს, შუახევის და ქობულეთის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 60-80 სმ-ს აღწევს, ხოლო დაბაში 30-40 სმ-ს.

აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბები, რომლებსაც მუნიციპალიტეტების გამგებლები ხელმძღვანელობენ. მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა.

ბათუმი ახალციხის გზის მონაკვეთზე გზა გაწმენდილია, შეზღუდული იყო გადაადგილება ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახუნცეთის გზაზე, სადაც გუშინ მეწყერი ჩამოწვა. რამდენიმე წუთის წინ გზა გაიწმინდა და ორმხრივად გადაადგილება არის შესაძლებელი. მიმდინარეობს ქობულეთი-ოზურგეთის შემაერთებელი გზის გაწმენდითი სამუშაოები. 

ასევე, მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდა. თოვლიან მონაკვეთებზე ორხიდიანი მანქანებით შესაძლებელია გადაადგილება. რეკომენდირებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics