2020-03-20 12:59:22, 4810 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი გახლავთ ოჯახი, რომელიც ამერიკიდან ჩამოვიდა
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი გახლავთ ოჯახი, რომელიც ამერიკიდან ჩამოვიდა.
მისი თქმით, ყველა ის პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა ამ ოჯახთან კონტაქტში იდენტიფიცირებულია.
„სამი ახალი შემთხვევა არის არაევროპული ეტიოლოგიის. ეს გახლავთ ოჯახი, რომლებმაც იმოგზაურეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის ახალი კლასტერი. ყველა ის პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა ამ ოჯახთან კონტაქტში იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,