2018-03-28 22:38:50, 11240 ნახვა
High - Tech
Apple-მა განახლებული iPad-ი წარადგინა
კომპანია Apple-მა ნახევრადდახურულ პრესკონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას განახლებული iPad-ი წარუდგინა, - ამის შესახებ The Verge იუწყება.
პლანშეტს ტრადიციულად 9,7 დიუიმიანი დისპლეი და განახლებული პროცესორი A10 Fusion აქვს. კომპანიის რელიზში ნათქვამია, რომ სიახლე სკოლის მოსწავლეებზე და სტუდენტებზეა გათვლილი - მათთვის მოწყობილობის ფასი 299, ხოლო დანარჩენებისთვის 329 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მოდელი მომხმარებლების საშუალო კატეგორიაზეა გათვლილი - "ეფლის" 2018 წლის ფლაგმანი პლანშეტის რელიზი წინაა, და როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ხდება ცნობილი, კომპანია პლანშეტების დიზაინს კარდინალურად შეცვლის.
ავტორი: ,