20:04 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 11:48:49, 889 ნახვა

მსოფლიო
რომში ლეონარდო და ვინჩის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

რომში ლეონარდო და ვინჩის სახელობის მთავარმა საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა.

ამის მიზეზი ბარგის განყოფილებაში გაჩენილი ხანძარი გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი გუშინ ღამით აეროპორტის მესამე ტერმინალის ბარგის განყოფილებაში გაჩნდა. ეს ტერმინალი საერთაშორისო ფრენებისათვის გამოიყენება. ადგილზე მეხანძრეთა 20 ბრიგადა მივიდა და ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.

გავრცელებული ცნობით, კვამლის შედეგად მოიწამლა სამი ადამიანი, თუმცა სხვა სერიოზული დაზიანებები არ ყოფილა. ამ დროისთვის ყველა რეისი გაუქმებულია. აეროპორტი მუშაობას ადგილობრივი დროით 14:00 საათზე განაახლებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics