|
2015-02-09 12:05:11, 384 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი:უნდა ვაღიაროთ, რომ დროსთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა გვაქვს
„უნდა ვაღიაროთ, რომ დროსთან, ეპოქასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა გვაქვს“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების საკითხზე მოწყობილ მე-11 საზოგადოებრივი ფორუმის გახსნისას განაცხადა. მისივე განმარტებით, დროსთან ჩამორჩენა არა რომელიმე პოლიტიკური მუშაკის ბრალია, არამედ ეს საზოგადოების განვითარების იმ ლოგიკის ბრალია, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით. „უნდა ვაღიაროთ, რომ გვაქვს დროსთან, ეპოქასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა. ეს არ არის ერთ-ერთი რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების ბრალი, ეს არ არის რომელიმე ხელმძღვანელი მუშაკის ბრალი ან მინსიტრის. ეს არის საზოგადოების განვითარების იმ ლოგიკის ბრალი, რომელშიც შესაძლოა 20 წლის წინ აღმოვჩნდით, რომელმაც დღემდე ფუნდამენტური საკითხების მოგვარება ვერ შეგვაძლებინა. ბევრი რამ შეიძლებოდა გაკეთებულიყო ადრე, მაგრამ მგონია, რომ სწორედ 2015 წლის 9 თებერვლიდან ჩვენი პოლიტიკური ძალის დარჩენილი ვადის ამოწურვამდე, ზუსტად იმდენი დროა დარჩენილი, რაც საჭიროა ყველა იმ საკითხის ერთხელ და სამუდამოდ სწორად გადასაწყვეტად. უბრალოდ არც ერთი წუთი აღარ უნდა დავკარგოთ, მონდომებით უნდა ვიმუშაოთ, არ უნდა გადავდოთ იმის გაკეთება რაც გასაკეთებელია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე არ გაკეთებულა, პროგრესი აშკარაა, სერიოზული ცვლილებები მოხდა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი და ეფექტური პროკურატურა“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. საზოგადოებრივი ფორუმი პროკურატურისა და შსს-ს რეფორმის საკითხზე აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და დავით უსუფაშვილმა გახსნეს. ფორუმს კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის მართავს. ფორუმზე მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, პროკურატურისა და შსს-ს რეფორმის საკითხზე მსჯელობენ. კოალიცია წარმოადგენს რეკომენდაციებს, რომელთა მიზანია პროკურატრის დამოუკიდებლობის, ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლება.
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)