14:42 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-11 21:41:24, 844 ნახვა

სპეციალური ანონსი
12 აგვისტოს სპეციალური ანონსი

12 აგვისტოს, 10:00 საათზე, დიდგორის მემორიალთან სახალხო დღესასწაული “დიდგორობა 2017” გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მთავრობის წევრები დაესწრებიან. 
მის: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, დიდგორის ველი

12 აგვისტოს, 10:00 საათზე, დიდგორის ველზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დიდგორის ბრძოლიდან 895-ე წლისთავისადმი მიძღვნილ დიდგორობის სახალხო დღესასწაულს დაესწრება

12 აგვისტოს, 11:00 საათზე, სასტუმროში ,,Holiday Inn”-ში ეროვნულ დონეზე ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციებს შორის, პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, რევაზ ჯაველიძე დაესწრებიან. 

12 აგვისტოს, 11:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელ გზას დაათვალიერებს.

მის: კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, კოჯრის სამხედრო ბაზასთან.

საკონტაქტო პირი ლაშა ჩხიკვიშვილი - 577 555 488

 

12 აგვისტოს, 12:00 საათზე, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 
მის: კოსტავას ქ. #63, მეორე სადარბაზო, მეორე სართული

12 აგვისტოს, 12:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პატარიძე ახალი სერვისის პრეზენტაციას გამართავენ და ხელს მოაწერენ საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრის შექმნის ხელშეკრულებას. 

12 აგვისტოს, 12:00 საათზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელზეც ორგანიზაცია იმ საჩივარს წარმოადგენს, რომელსაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" შიდა ქართლიდან დევნილი 11 მოქალაქის სახელით სტრასბურგის სასამართლოში წარადგენს რუსეთის წინააღმდეგ.
მის.: აღმაშენებლის გამზ. # 61

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics