2015-03-07 16:08:08, 385 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია „არა რუსეთს“ დასრულდა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან „თავისუფალი ზონის“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციაზე - „არა რუსეთს“ 500-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.
მათი ძირითადი მოთხოვნა, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეწყვეტა და ხელისუფლების მიერ რუსეთთან სასაუბროდ სხვა გზების არჩევა იყო. აქციის მონაწილეები ასევე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თანამდებობიდან გადადგომასაც ითხოვდნენ, რის მიზეზადაც აცხადებდნენ, რომ აბაშიძე რუსეთის აგენტია.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელი სამართალდამცველებს რკინის ჯებირებით ჰქონდათ გადაკეტილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან