22:18 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-09 11:16:11, 610 ნახვა

რეგიონი
„დასავლეთ საქართველოში ოპერატიულად გატარებული ღონისძიებების შედეგად, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

დასავლეთ საქართველოში ოპერატიულად გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამ დროისთვის სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზიების მართავის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

„დასავლეთ საქართველოში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულ სტიქიურ პროცესებზე ოპერატიული და კოორდინირებული რეაგირება ხორციელდება. სტიქიის ადგილებზე მობილიზებულია ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრი 24 საათიან რეჟიმში აწარმოებს მონიტორინგს და კავშირზეა ყველა დაზარალებული ტერიტორიული ერთეულის თვითმმართველობის ორგანოსთან და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთან. უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება სტიქიური პროცესების ანალიზი და აუცილებელი რესურსების მობილიზება.

8-9 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის სოფლები. კერძოდ, წვიმის შედეგად დაიტბორა და დაზიანდა მოსახლეობა, ინფრასტრუქტურა, მათ შორის მწყობრიდან გამოვიდა საკომუნიკაციო სისტემები, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები. ადგილობრივი თვითმმართველობის, სამაშველო სამსახურების და პოლიციის კოორდინირებული ქმედებების შედეგად განხორციელდა რამდენიმე ათეული ოჯახის ევაკუაცია. ოპერატიულად გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამ დროისთვის სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს“,- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics