12:53 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 22:20:52, 700 ნახვა

სპეციალური ანონსი
18 ივნისის სპეციალური ანონსი

18 ივნისს, 09:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მკურნალობისა და მართვის საკითხებზე რეგიონულ სიმპოზიუმს გახსნის. 
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009

18 ივნისს, 11:00 საათზევაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე  სამხედრო პოლიციის დღე აღინიშნება.  საზეიმო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.

მისამართიდაბა ვაზიანი, IV მექანიზირებული ბრიგადა
საკონტაქტო პირი: მადლენა მაჭარაშვილი 591 07 61 71


18 ივნისს, 11:00 საათზე, კომაროვის სკოლაში გაიმართება სკოლის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კომაროვის სკოლის პირველი ნაკადის (1964-1966-წწ) მოსწავლეები და მასწავლებლები. 
მის: ვაჟა-ფშაველას #49

18 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ ორგანიზებულ გამწვანების სამუშაოებს გაეცნობა. 
მის: 9 აპრილის ბაღი - ქვედა მხარე (ათონელის ქუჩიდან, გიორგი ლეონიძის ძეგლთან)
საკონტაქტო პირი ეკა კოჭლამაზაშვილი - 577 77 06 77

18 ივნისს, 11:00 საათზე, ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სამხედრო პოლიციის დღე აღინიშნება.
მის.: დაბა ვაზიანი, IV მექანიზირებული ბრიგადა
საკონტაქტო პირი მადლენა მაჭარაშვილი - 591 07 61 71

18 ივნისს, 11:00 საათზე, ქართველი მწერლები სოფელ რუხს ესტუმრებიან და მკითხველებთან კულტურული დიალოგის მნიშვნელობასა და ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების მოგვარების გზებზე ისაუბრებენ.

18 ივნისს, 12:00 საათზე, ზუგდიდის კულტურის ცენტრში, ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრი „აფხაზეთი"-„ბუდრუგანა-გაგრა“ ადგილობრივი მოსახლეობისათვის სპეკტაკლს გამართავს.

18 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის წინ გაიმართება თამბაქოს კონტროლის ალიანსის საპროტესტო აქცია “ნუ მაბოლებ”. აქციის მონაწილეები იმიტირებულ საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებენ.

18 ივნისს, 19:00 საათზე, პროექტ ”Check in Georgia”- ის ფარგლებში ჯგუფ ”ფრანის” და ”ნიკოლშოუს” კონცერტი გაიმართება.
მის: ქ. სიღნაღი, დავით აღმაშენებლის სახელობის მოედანი (გამგეობის მიმდებარე ტერიტორია)
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics