14:52 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 15:55:11, 445 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ხიდისთავში ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქართველ მწერალ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილ ქეთევან დუმბაძესა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორ გიორგი კეკელიძესთან ერთად, სრულიად ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა, რომელიც ბიბლიოთეკასთანაა ინტეგრირებული.

ღონისძიებას  გურიის მაჟორიტარი დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები ესწრებოდნენ. 

როგორც აღინიშნა, სოფელ ხიდისთავის საზოგადოებრივი ცენტრი ბიბლიოთეკის ტრადიციულ ფუნქციებთან ერთად მოსახლეობას საშუალებას მისცემს, მიიღოს სხვადასხვა სახის სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისი. პროექტის ფარგლებში ხიდისთავის საზოგადოებრივ ცენტრში ინერგება სრულიად ახლებური და თანამედროვე ბიბლიოთეკის მოდელი. სერვისების განვითარების სააგენტოსა და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ ცენტრს ექნება შესაძლებლობა, ბიბლიოთეკის ტრადიციულ ფუნქციებთან ერთად გასცეს სხვადასხვა სახის სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისი. ასევე, შესაძლებელია, ხელმისაწვდომი გახდეს მობილური ოპერატორისა და ბანკის მომსახურებაც. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, ისარგებლოს უფასო ინტერნეტით.
როგორც ცნობილია, ნოდარ დუმბაძე ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში ცხოვრობდა.

აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკაში მოეწყობა მწერლის კუთხე, სადაც წარმოდგენილი იქნება მისი რომანები და ფოტოები, რომლებიც დაცულია ეროვნული არქივის ფოტოარქივში. ღონისძიებაზე გადაწყდა, რომ ბიბლიოთეკა თხოვნით მიმართავს რაიონის საკრებულოს, რათა მას ნოდარ დუმბაძის სახელი მიენიჭოს. 
ამავე ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი წიგნი – დოკუმენტურ პროზად დაწერილი „გურული დღიურები“, წარუდგინა. 

პროექტი „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ დაფინანსებულია „IREX“-ის მიერ „Beyond Access“-ის პროგრამის ფარგლებში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics