11:09 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 18:09:55, 356 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე: ივანიშვილს ასეთი ტიპის განცხადების გავრცელება საფრანგეთიდან მოუწევს

„ერთიანო ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ისტერიკაშია.

ჯაფარიძის თქმით, ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილს ეკისრება.

„ოლიგარქი არის ისტერიკაში. მას კარგად ესმის, რომ ლარის გაუფასურებაში ისევე როგორც ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეკონომიკურ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად მას და ის ვერ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას. ამის მიუხედავად იმალება ურეკში სადღაც ჩირგვებში. „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოლო 2 წლის განმავლობაში აბრალებდნენ მილიონ რაღაცას: დაწყებული საბურავებიდან და შპრიცების დაყრით, მაგრამ ხალხს უკვე აღარ აინტერესებს, ხალხს აინტერესებს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, რომელიც მისმა ჯიბის მთავრობამ ვერ წარმოადგინა უკვე თვეებია“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, თუ ივანიშვილი სიტუაციის გამოსასწორებლად „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის განხორციელებას არ დაიწყებს, მას განცხადებების გავრცელება საფრანგეთიდან მოუწევს.

 „ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა მოხდეს სიტუაციის გამოსწორება. ივანიშვილისთვის არის უკეთესი რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ამ გეგმის განხორციელება, თორემ სხვა შემთხვევაში ასეთი ტიპის განცხადების გავრცელება მოუწევს საფრანგეთიდან!“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ივანიშვილის განცხადებით: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics