19:31 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-08 19:42:17, 655 ნახვა

საზოგადოება
ოცნების რეჟიმი საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის დაფარვას ზღუდავს

2026 წლის 1 ივნისიდან, მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებიან, დაკარგავენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. ხელახალი რეგისტრაცია მხოლოდ წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

ამასთან, დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსარგებლის ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

ანუ პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით.

პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს და მოიცავს ვაქცინაციას, გადაუდებელ დახმარებას, მშობიარობას, ტუბერკულოზის, აივ ინფექციის, დიაბეტის, დიალიზის და იშვიათი დაავადებების მკურნალობას. 2026 წლისთვის პროგრამისთვის 1.5 მილიარდი ლარია გამოყოფილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics