00:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-10 13:00:12, 1129 ნახვა

საზოგადოება
წიგნი ეკოცნობიერების ამაღლებისთვის - „თეგეტასა“ და „მწვანე პოლუსის“ კოლაბორაცია

რა­ტომ უნდა ჩა­ა­ბა­როთ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ნარ­ჩე­ნე­ბი შე­სა­ბა­მის პუნ­ქტში, რა­ტომ არ უნდა გა­ა­ღოთ მა­ცივ­რის კარი სა­ჭი­რო­ე­ბის გა­რე­შე, რა­ტომ უნდა მორ­წყოთ ყვა­ვი­ლე­ბი წვი­მის წყლით და რა სა­ერ­თო აქვს ამ ქმე­დე­ბებს ეკო­ლო­გი­ას­თან? ერთი შე­ხედ­ვით ამ უც­ნა­უ­რი კავ­ში­რის ლო­გი­კუ­რი ახ­სნა „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“„თე­გე­ტა გრინ პლა­ნე­ტი­სა“ და ორ­გა­ნი­ზა­ცია „მწვა­ნე პო­ლუ­სის“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გა­მო­ცე­მულ წიგნ­შია თავ­მოყ­რი­ლი. კრე­ბულ­ში 20 ეკორ­ჩე­ვაა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

თა­თია ხორ­ბა­ლა­ძე, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი: „გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა „თე­გე­ტას­თვის“ უკვე ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად იქცა. ჩვენ თან­მიმ­დევ­რუ­ლად მივ­ყვე­ბით და­სა­ხულ პრი­ო­რი­ტე­ტებს და ვცდი­ლობთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ას მი­ვაწ­ვდი­ნოთ ხმა, თუ რა ზი­ა­ნი მო­აქვს, მა­გა­ლი­თად, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ნარ­ჩე­ნე­ბის გა­რე­მო­ში და­ტო­ვე­ბას. კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეს სა­კი­თხი ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

„მწვა­ნე პო­ლუს­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი კი კი­დევ ერთი კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას არა მხო­ლოდ მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ, არა­მედ მათი თა­ვი­დან აცი­ლე­ბის გზებ­ზეც ვი­სა­უბ­როთ, რაც სა­ბო­ლო­ოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქცე­ვის შეც­ვლას ისა­ხავს მიზ­ნად“.

„თე­გე­ტა მო­ტორ­სის“, „თე­გე­ტა გრინ პლა­ნე­ტი­სა“ და „მწვა­ნე პო­ლუ­სის“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი სამ ძი­რი­თად თე­მას აერ­თი­ა­ნებს: სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ნარ­ჩე­ნე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბა, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა და წყლის მოხ­მა­რე­ბა. პრო­ექ­ტის სა­მიზ­ნე აუ­დი­ტო­რია სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. კრე­ბუ­ლის ტექ­სტიც შე­სა­ბა­მი­სი - მარ­ტი­ვი და სა­ხა­ლი­სო ენით და­ი­წე­რა. წიგ­ნის საპ­რე­ზენ­ტა­ცი­ოდ კი 10 სკო­ლა შე­ირ­ჩა.

ეკორ­ჩე­ვე­ბის წიგნს ორი გმი­რი ჰყავს - ფლო­რა და ფა­უ­ნა დაწ­ვრი­ლე­ბით უყ­ვე­ბი­ან მკი­თხვე­ლებს, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ქცე­ვა გა­რე­მოს უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. გა­მო­ცე­მის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ნარ­ჩე­ნე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბას შე­ე­ხე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, “თე­გე­ტა ჰოლ­დინგთან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნია, „თე­გე­ტა გრინ პლა­ნე­ტი“, „თე­გე­ტა მო­ტორსთან“ ერ­თად მუ­შა­ობს. კომ­პა­ნია პრო­ექ­ტის ერთ-ერთი თა­ნა­ავ­ტო­რია და რჩე­ვე­ბიც მათი ხელ­შე­წყო­ბით მომ­ზად­და.

შალ­ვა ახვლე­დი­ა­ნი, „თე­გე­ტა გრინ პლა­ნე­ტის“ დი­რექ­ტო­რი: „ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის უმ­თავ­რე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცნო­ბი­ე­რე­ბის გაზ­რდაა, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გა­რე­მო­ზე მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბის შემ­ცი­რე­ბას უწყობს ხელს. სწო­რედ ეს მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი გვა­ერ­თი­ა­ნებს „მწვა­ნე პო­ლუს­თან“. გვსურს, ერ­თობ­ლი­ვად ავუხ­სნათ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს და გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდებს, რომ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ნარ­ჩე­ნე­ბის უყუ­რა­დღე­ბოდ და­ტო­ვე­ბა გა­რე­მოს დიდ ზი­ანს აყე­ნებს. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი შეგ­რო­ვე­ბა და წე­სე­ბის დაც­ვით გა­და­მუ­შა­ვე­ბა, რა­საც „თე­გე­ტა გრინ პლა­ნე­ტი“ პარტნი­ო­რი ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი გა­დამ­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით აკე­თებს“.

მა­რი­ამ ჯა­ფა­რი­ძე, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის CSR მე­ნე­ჯე­რი: „სკო­ლებ­ში ეკორ­ჩე­ვე­ბის წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას მოს­წავ­ლე­ებს არა­ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან რჩე­ვას ვუ­ზი­ა­რებთ. მათ შო­რის, ვუხ­სნით და ვას­წავ­ლით, თუ რა მცი­რე­დი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმით შეგ­ვიძ­ლია ვიზ­რუ­ნოთ გა­რე­მო­ზე. ვუ­ზი­ა­რებთ ჩვენს ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და მიდ­გო­მებს და ვაძ­ლევთ სტი­მულს, რომ მე­ტად ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ უკე­თე­სი მო­მავ­ლის შე­ნე­ბა­ში“.

„მწვა­ნე პო­ლუ­სის­თვის“ ეკორ­ჩე­ვე­ბის ეს უკვე მე­ხუ­თე გა­მო­ცე­მაა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ზა­ნია, ახალ თა­ო­ბას ეკო­ლო­გი­უ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­როს.

გი­ორ­გი ჯა­ფა­რი­ძე, „მწვა­ნე პო­ლუ­სის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: „მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ამ­ჯე­რად „თე­გე­ტა მო­ტორსთან“ და „თე­გე­ტა გრინ პლა­ნეტ­თან“ ერ­თად ვაგ­რძე­ლებთ ეკორ­ჩე­ვე­ბის ციკლს. ეს არის ეკო­ან­ბა­ნი, რო­მე­ლიც მო­ზარ­დებს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­ი­გონ, რა ზი­ა­ნი მო­აქვს გა­რე­მოს­თვის და­უ­დევ­რო­ბას და ამას­თან ერ­თად, გვინ­და ახალ­გაზ­რდებს გა­ვუ­ზი­ა­როთ ის ელე­მენ­ტა­რუ­ლი და სა­ბა­ზი­სო რჩე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში გა­მო­ად­გე­ბათ.

ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია უკვე წლე­ბია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს. ბოლო პე­რი­ო­დის დაკ­ვირ­ვე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კუ­თხით, ვი­თა­რე­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია. ყო­ვე­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ის შემ­დეგ სკო­ლებ­ში ერ­თგვარ ტესტს ვა­ტა­რებთ, რომ­ლის შე­დე­გე­ბიც სი­ტუ­ა­ცი­ის ცვლი­ლე­ბის ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბაა“.

ეკორ­ჩე­ვე­ბის წიგ­ნის საპ­რე­ზენ­ტა­ცი­ოდ შერ­ჩე­უ­ლი სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ ინ­ფორ­მა­ცია უშუ­ა­ლოდ გა­მო­ცე­მის თა­ნა­ავ­ტო­რე­ბი­სა­გან მი­ი­ღო. პრო­ექ­ტი ჯერ ისევ გრძელ­დე­ბა, ოქ­ტომ­ბრის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში დას­რულ­დე­ბა და ეკო­ლო­გი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ, ჯამ­ში, 500-მდე მოს­წავ­ლე გა­ი­გებს მეტს. უშუ­ა­ლო შეხ­ვედ­რებ­თან ერ­თად, რჩე­ვე­ბის მეტი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბი­სათ­ვის 15 პოს­ტე­რიც მომ­ზად­დე­ბა. ქარ­დე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მა­ზე გან­თავ­სდე­ბა.

--

თე­გე­ტა მო­ტორ­სის შე­სა­ხებ: თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია თე­გე­ტა მო­ტორ­სი 1995 წლი­დან ოპე­რი­რებს ბა­ზარ­ზე მსუ­ბუ­ქი, სატ­ვირ­თო და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სერ­ვი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რი კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს ავ­ტო­მომ­სა­ხუ­რე­ბის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რო­გორც მსუ­ბუ­ქი და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, ისე ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. კომ­პა­ნი­ას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 28 ფი­ლი­ა­ლი აქვს, რომ­ლე­ბიც 500 000-მდე სა­ცა­ლო და 35 000-მდე კორ­პო­რა­ცი­ულ მომ­ხმა­რე­ბელს ემ­სა­ხუ­რე­ბა. თე­გე­ტა მო­ტორ­სი 300-მდე მსოფ­ლიო ბრენ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics