22:58 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 11:56:06, 350 ნახვა

პოლიტიკა
ბოგდან აურესკუ: მინსკში მიღწეული შეთანხმება უკრაინის კრიზისის მოგვარების საქმეში წინ გადადგმული ნაბიჯია

მინსკში მიღწეული შეთანხმება აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის მოგვარების საქმეში წინ გადადგმული ნაბიჯია,-ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ ქართველ კოლეგა თამარ ბერუჩაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის კრიზისი პოლიტიკური გზით უნდა გადაიჭრას, თუმცა აღნიშნა, რომ სამეზობლოში კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტი არ სურთ.

"მინსკში მიღწეული შეთანხმება აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის მოგვარების საქმეში წინ გადდგმული ნაბიჯია.შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქის ზონიდა მძიმე შეუარაღების გაყვანის თაოაბზე.რაც ძლაიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არის პირველი ეტალი, რასაც შემდგომი ნაბიჯებუ უნდა მოჰვეს. კრიზის პოლიტიკური გზით უნდა გაიდაიჭრას, თუმცა ჩვენ არ გვსურს სამეზობლოში კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტი ვიხილოოთ",-განაცხადა ბოგდან აურესკუმ.

ცნობისთვის, მინსკში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა 16 საათზე მეტხანს დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო. მოლაპარაკების შედეგად დადგინდა, რომ საომარი მოქმედების პირველი ხაზიდან როგორც სეპარატისტების, ასევე უკრაინული არმიის მძიმე ტექნიკა გაყვანილი იქნება და 15 თებერვალს 12 საათიდან  ცეცხლი შეწყდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics