14:57 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-22 16:47:22, 703 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის გამგეობა სოციალური სახლების მშენებლობას იწყებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთათვის საცხოვრებელი სახლების აშენების პროგრამის ფარგლებში ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „შაკო+“ – სა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის ურთიერთშეთანხმებას ხელი მოეწერა.

მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია კომპანიის ხელმძღვანელს, თეიმურაზ შამათავას საცხოვრებელი სახლების პროექტის განხორციელების ხარისხზე და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ხაზგასმით განაცხადა, რომ მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთათვის საცხოვრებელი სახლების აშენების პროექტი მუდმივი კომტროლის ფონზე განხორციელდება, რადგან თითოეული დეტალი პროექტის ფარგლებში ზედმიწევნით იქნეს შესრულებული.

„ ვისურვებ, რომ ეს სახლები პროექტის ფარგლებში იყოს ხარისხიანად შესრულებული რათა ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ ღირსეულ საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრება, რისთვისაც გამგეობა მაქსიმალურად ჩაერთვება პროექტის განხორციელების პროცესში“, – განაცხადა ედიშერ თოლორაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics