07:22 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 11:36:36, 11935 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ზღვის ჰოსპიტლის 2 ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, მარეხი ბექაიას განცხადებით, მათი კლინიკის მედპერსონალის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მისი თქმით, ორივე მათგანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილი.

„გუშინ მოვიდა ორ თანამშრომელზე კორონავირუსზე დადებითი პასუხი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილი. მიღებულ იქნა შესაბამისი ზომები და სანამ არ განისაზღვრა ტემპერატურა ყველა მედპერსონალთან, მანამდე კლინიკაში მიღება შეწყდა“,- განაცხადა მარეხი ბექაიამ.

როგორც ბექაიამ აღნიშნა, ინფიცირებული მედპერსონალის ყველა კონტაქტი ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია და ისინი კარანტინში იმყოფებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics