2026-01-17 12:52:42, 552 ნახვა
პოლიტიკა
HRANA: ირანში მიმდინარე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს.
აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3 090 ადამიანის, მათ შორის 2 885 დემონსტრანტის, დაღუპვა დაადასტურა.
გამოცემა Reuters-მა თეირანის რამდენიმე მაცხოვრებელთან დაკავშირება მოახერხა. მათი თქმით, დედაქალაქში სიტუაცია ბოლო ოთხი დღის განმავლობაში შედარებით მშვიდი იყო - ქალაქის თავზე დრონები დაფრინავდნენ, თუმცა 15 და 16 იანვარს მასშტაბური პროტესტის ნიშნები არ შეინიშნებოდა.
გამოცემა ასევე დაუკავშირდა კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქის ერთ-ერთ მკვიდრს, რომელმაც განაცხადა, რომ ქუჩები იქაც მშვიდად გამოიყურებოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,