14:43 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-15 19:03:47, 505 ნახვა

პოლიტიკა
BBC, რომელსაც ქართულმა ოცნებამ საჩივრით მიმართა, ამბობს, რომ ამას დადგენილი პროცედურის შესაბამისად უპასუხებს

BBC, რომელსაც ქართულმა ოცნებამ ოფიციალური საჩივრით მიმართა, ამბობს, რომ რეაგირებას დადგენილი პროცედურის შესაბამისად მოახდენს.

საჩვარი ეხება 1 დეკემბერს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

BBC-ის სპიკერმა თქვა:

"ჩვენ მივიღეთ საჩივარი და მასზე რეაგირებას დადგენილი პროცედურის შესაბამისად მოვახდენთ. ჩვენი დოკუმენტური ფილმი: "როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის", რომელიც ჯილდოს მფლობელმა BBC Eye-ს გუნდმა მოამზადა, თბილისში შარშან, დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამოძიებაა. ფილმი მოიცავს არაერთი წყაროს მტკიცებულებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მათ შორისაა თავად დემონსტრანტების, არაერთი ინფორმატორის, გაეროს ექსპერტების და საქართველოში მომუშავე ექსპერტების ჩვენებები, ასევე სამედიცინო კვლევები, წერილობითი საბუთები და ანგარიშები.

ეს რეპორტაჟი მტკიცედ ემსახურება საზოგადოების ინტერესს და შეგროვებული მტკიცებულებები აუდიტორიას ნათლად წარედგინა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ჟურნალისტურ სამუშაოს და მადლობას ვუხდით მონაწილე მამაც კონტრიბუტორებს", - ვკითხულობთ განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics