11:24 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-29 12:23:37, 1092 ნახვა

კომენტარი
პაატა მანჯგალაძე ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე:მეტი დრო აღარ დავკარგოთ და სჯობს ისევ პროტესტზე და წინააღმდეგობაზე გადავერთოთ

ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე: საკმაოდ ითქვა, მეტი დრო აღარ დავკარგოთ და სჯობს ისევ პროტესტზე და წინააღმდეგობაზე გადავერთოთ. - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

"რაც შეეხება გუშინ რვიანის გარშემო ატეხილ ხმაურს, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მომხდარი ნამდვილად უსიამოვნო ფაქტია. დარწმუნებული ვარ, ეს არც თავად ქალბატონ ჩერგოლეიშვილს მოეწონა და როგორც ვიცი, მან ბოდიშიც მოიხადა.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, დღეის მდგომარეობით „რვიანი" წარმოადგენს მხოლოდ არჩევნებში არ მონაწილე პარტიების კოორდინაციას. დანარჩენ საკითხებზე თითოეული პარტია დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე და რეპუტაციაზე.

ვფიქრობ, საკმაოდ ითქვა უკვე ამ საკითხზე, მეტი დრო აღარ დავკარგოთ და სჯობს ისევ პროტესტზე და წინააღმდეგობაზე გადავერთოთ. 13 სექტემბერს უნდა შევუერთდეთ აქციას და დავიცვათ უვიზო და 4 ოქტომბერს ყველანი უნდა გავერთიანდეთ რუსთაველზე და დავიცვათ საქართველო. "- პაატა მანჯგალაძე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics